Microsoft-ი Netflix-ის ყიდვას გეგმავს - Reuters

ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა ახალი ბიზნესების ყიდვის ტემპს არ აგდებს. გამოცემა Reuters-ის თანახმად, მისი შემდეგი სამიზნე ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი Netflix იქნება.

აღსანიშნავია, რომ ორი კომპანია უკვე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. Netflix-მა Microsoft საკუთარ სარეკლამო პარტნიორად აირჩია, Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი კი Netflix-ის საბჭოს წევრია.

ამჟამად, Microsoft-ის საბაზრო ღირებულება Netflix-ისას (1.8 ტრილიონი დოლარი) 13-ჯერ აღემატება.

2014 წლის შემდეგ ნადელამ არაერთი კომპანია შემატა სიას. დაიწყო 2.5 მილიარდ დოლარად პოპულარული კომპიუტერული თამაშის, Minecraft-ის შეძენით, შემდეგ 26 მილიარდ დოლარად იყიდა LinkedIn და 20 მილიარდ დოლარად ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი Nuance. ყველაზე მსხვილი შენაძენი კი 69 მილიარდ დოლარიანი Activision Blizzard იყო.

კახი ჩაკვეტაძე