Sotheby's-მა 2022 წელს 150 მლნ დოლარის ალკოჰოლი გაყიდა

2022 წელს Sotheby's მიერ ჩატარებულ აუქციონებზე 150 მლნ დოლარის ალკოჰოლური სასმელები გაიყიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 14%-ით მეტია - წერს The Barron's, რომლის ცნობითაც წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, 69-მდე, ჩატარებული აუქციონების რაოდენობა, რომელზეც ალკოჰოლი გაყიდეს.

2022 წელს Sotheby's-მა პირველად გამართა აუქციონები საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც 42 მლნ დოლარი ივაჭრა. მანამდე ვაჭრობა მხოლოდ ლონდონში, ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში იმართებოდა. აზიურმა აუქციონებმა კი კომპანიას 54 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა, რაც ჯამური ნავაჭრის 41%-ია.

აღსანიშნავია, რომ საერთო ნავაჭრი ალკოჰოლიდან 121 მლნ დოლარი მოვიდა საკოლექციო ღვინოებზე. ასევე სულ უფრო პოპულარული ხდება ძლიერი ალკოჰოლი, რომლის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა და 29 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად მრავალწლიანი ვისკის გაყიდვებითაა განპირობებული.

რაც შეეხება წლის ყველაზე ძვირიან ლოტს, ეს არის ჩინური ლიქიორი Kweichow Moutai, რომელიც 1,1 მლნ დოლარად გაიყიდა, ხოლო 55- წლიანი იაპონური ვისკი Yamazaki Distillery 600 ათას დოლარად. ღვინოებს შორის კი გამორჩეული იყო 4,2 ათასი ბოთლისგან შემდგარი პრინც რობერტ ლუქსემბურგელის პირადი მარნის ღვინოების კოლექცია, რომელიც 6 მლნ დოლარად გაიყიდა.

კოკა კვირკველია