ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.22-2.23 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

თბილისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების უმეტესობაში მომხმარებელს ერთი დოლარის ყიდვა 2..22-2.23 ლარის ფარგლებში შეუძლია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.18-დან 2.21 ლარის ფარგლებში იბარებენ. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.24-დან 2.26 ლარამდე მერყეობს. "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად კი, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.26 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2,2 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.2550 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.1950 ლარად.

"ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.2450 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2,2050.  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.22 ლარია. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, დღეს 1 დოლარის შეძენა 2.2287 ლარადაა შესაძლებელი.