ივნისის შემდეგ პირველად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 900 დოლარს ჩამოცდა

პირველად, 13 ივნისის შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 900 დოლარს ჩამოსცდა 1 ათას კუბურ მეტრზე, ამის შესახებ ლონდონის ICE ბირჟა მოწმობს. დღის განმავლობაში კლებამ 11% შეადგინა.

ნიდერლანდების TTF ჰაბზე იანვრის ფიუჩერსის ფასი 897 დოლარამდე შემცირდა 1 ათას კუბურ მეტრზე, ანუ 81,69 ევრომდე მგვტს-ზე.

ევროპაში გაზის ფასი რამდენიმე მიზეზის გამო იკლებს: პირველ რიგში ეს არის მიმდინარე კვირის ტემპერატურა ევროპის უმეტეს ქვეყნებში, რომელიც საშუალოზე მაღალია, რამაც საცავებიდან გაზის მოხმარება შეამცირა.

გარდა ამისა, მიუხედავად გასულ კვირას საცავებიდან რეკორდული მოხმარებისა, ევროპის გაზსაცავებში გაზის რაოდენობა ამ პერიოდისთვის მაინც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება. ახლა ისინი 83%-ით არის გავსებული, რაც 10%-ით მეტია საშუალოდ ამ პერიოდის ბოლო 5 წლის მაჩვენებელზე. ევროპულ საცავებში ამჟამად 89,8 მლრდ კუბური მეტრი გაზი ინახება.

კოკა კვირკველია