როგორ გეგმავს თბილისიდან საცობების გაქრობას მევლუდ მელაძე, თუ გზების მოწყობას ანდობენ

დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ცო­ბე­ბის თე­მაა - სა­ცობ­ში სა­ა­თობ­რი­ვად დგო­მა უწევს ყვე­ლას, მი­წის ზე­მოთ იქ­ნე­ბა, თუ - ქვე­მოთ. ზოგი იმას ამ­ბობს, რომ სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სი მო­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ბრა­ლია, რომ თბი­ლი­სი ვერ იტევს ვერც ამ­ხე­ლა მო­სახ­ლე­ო­ბას და ვერც ამ­დენ ავ­ტო­მან­ქა­ნას. რო­გორ მოგ­ვარ­დეს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა და რო­გორ დავძლი­ოთ სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა, ამა­ზე დღეს ბევ­რი ბჭობს.

"მან­დეთ გზე­ბის მო­წყო­ბა და გპირ­დე­ბით, რომ სა­ცო­ბებს გა­ვაქ­რობ“, - მი­მარ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ავ­ტომრბო­ლელ­მა და სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა მევ­ლუდ მე­ლა­ძემ. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან არა­ვინ შეხ­მი­ა­ნე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, მევ­ლუდ მე­ლა­ძეს ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ იმის გა­სარ­კვე­ვად, რო­გორ და რა ხერ­ხით შე­იძ­ლე­ბა "სა­ცო­ბე­ბის გაქ­რო­ბა“.

- სა­ცო­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გზე­ბის არას­წო­რი გეგ­მა­რე­ბა და მო­წყო­ბაა, რის შე­დე­გა­დაც დე­და­ქა­ლაქ­ში ისე­თი კა­პი­ლა­რე­ბი შე­იქ­მნა, რო­მელ­თა გა­ჭედ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. როცა სა­ცობ­შია, ყვე­ლა ნერ­ვებ­ზეა და თუ ამ კა­პი­ლა­რებ­ში შანსს პო­უ­ლო­ბენ, კი­დევ უფრო მე­ტად ჭე­და­ვენ მოძ­რა­ო­ბას - სა­ცო­ბის დროს წე­სებ­საც არ­ღვე­ვენ, სა­დაც კი რამე ფან­ჯა­რა გა­მოჩ­ნდე­ბა, მძღო­ლი იქ მი­ი­წევს, მერე შემ­ხვედრს ბლო­კავს და ჯამ­ში, ამას ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა. ჩვენი ქა­ლა­ქის მო­წყო­ბა ისე­თია, რომ 5-6 წერ­ტი­ლი რომ გა­და­კე­ტო, ანუ გა­ა­ფუ­ჭო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა, ამი­ტომ ეს წერ­ტი­ლე­ბი, მა­კავ­ში­რებ­ლე­ბი, ასე თუ ისე, ცნო­ბი­ლია - ყვე­ლა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი და მა­სი­უ­რია გმირ­თა მო­ე­და­ნი, გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რი (ის ისე­თი მძაფ­რი მა­ინც არ არის, ვი­ნა­ი­დან ქუ­ჩას ჰყოფ­ნის სი­გა­ნე და აქვს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა), გლ­და­ნი (მინ­დე­ლის ხიდ­ზე რომ გა­დავ­დი­ვართ და გლ­დან­ში ავ­დი­ვართ, მთე­ლი გზა სულ სა­ცო­ბია), ვარ­კე­თი­ლი, ავ­ლა­ბა­რი, ვერა და ვაკე (ბა­გე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი გზაც). ყვე­ლა ამ ჩა­მოთ­ვლილ უბან­ში, რო­გორც მი­ნი­მუმ, მის­ვლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოძ­რა­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ გა­მო­იწ­ვია.

- მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ გა­იზ­რდე­ბო­და, ეს ყვე­ლამ ვი­ცო­დით. წლე­ბის წინ, როცა დავ­სხე­დით და ვიმ­სჯე­ლეთ სატ­რან­სპორტო პო­ლი­ტი­კა­ზე, პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ ვთქვი, იყო ის, რომ ჩვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ზრდის ტემპს მაქ­სი­მუმ შე­ვა­ნე­ლებთ, მაგ­რამ ვერ შე­ვა­ჩე­რებთ იმი­ტომ, რომ ქუ­ჩე­ბის მო­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლ ტრან­სპორ­ტად მა­ინც კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლი დარ­ჩე­ბა - მეთ­ქი...

თბი­ლის­ში იზ­რდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი, ასე­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბაც და რას ვი­ზამთ? ჩვენ­თან ვერ იქ­ნე­ბა ვერც გერ­მა­ნუ­ლი, ვერც იტა­ლი­უ­რი და სხვა ევ­რო­პუ­ლი, ან ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი, რომ მა­გა­ლი­თად, იქ გქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც სახ­ლი გაქვს, ჩვენ­თან, მო­ნაც­ვლე­ობს ყვე­ლა­ფე­რი - ადა­მი­ანს ხში­რად უწევს სამ­სა­ხუ­რის გა­მოც­ვლა, ოფი­სიც ხში­რად იც­ვლის მი­სა­მართს, შე­სა­ბა­მი­სად, შენს სა­ცხოვ­რე­ბელს ვერ მი­უ­სა­და­გებ სამ­სა­ხურს - ცხოვ­რობ ერთ ად­გი­ლას, მუ­შა­ობ მე­ო­რე ად­გი­ლას. მე­ო­რეც - თით­ქმის არა­ვის არ არ­ჩენს ერთი სამ­სა­ხუ­რი, ზოგს მე­ო­რე ან მე­სა­მე სამ­სა­ხუ­რი აქვს და მი­დექ-მო­დე­ქიც სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ერთ წერ­ტი­ლამ­დე მივ­ყა­ვართ, არა - და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას, ვიც­ვლით ტრან­სპორ­ტს და ვაგ­რძე­ლებთ გზას. რაც არ უნდა ვქნათ, კერ­ძო ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ინც დარ­ჩე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. რა არ შე­მო­ი­ღეს - ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, პარ­კი­რე­ბა, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა ვე­რაფ­რით მცირ­დე­ბა. ამი­ტომ უნდა მო­ვა­წყოთ ისე, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­წო­ვა სად­მე მოხ­დეს.

უპირ­ვე­ლე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა უბ­ნებ­ში, თუნ­დაც სარ­თუ­ლე­ბი­ა­ნის, რათა ეს მან­ქა­ნე­ბი ქუ­ჩებ­ში არ იყოს ჩა­ხერ­გი­ლი, რაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ქმნის სა­ცობს. მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში, სა­დაც ამ­ხე­ლა კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მი­დის, მას თუ არ ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის პარ­კი­რე­ბის სივ­რცე­ე­ბი, ეს ამ­დე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნა სად ჯან­და­ბა­ში წავა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვი­ღა­ცამ ბინა იყი­დოს, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­დოს და 3 ათას­დო­ლა­რი­ა­ნი მან­ქა­ნა მა­ინც არ ჰყავ­დეს? ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რსაც შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს მან­ქა­ნა და ის ხომ სა­დღაც უნდა გა­ჩერ­დეს? ამი­ტომ მო­თხოვ­ნა­ში უნდა ჩა­დე­ბუ­ლი­ყო თი­თო­ე­ულ ბი­ნა­ზე 2 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი და დამ­თავ­რდა, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტაა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვინ­მეს თუ უნდა კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა და იქ ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვა, იქ ძვი­რიც უნდა ღირ­დეს, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა. მი­ვე­დით იქამ­დე, რომ რად­გან თბი­ლი­სის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სივ­რცე­ებ­ში ამ­ხე­ლა ცა­თამბჯე­ნე­ბი აშენ­და და ქუ­ჩე­ბი არ გა­გა­ნი­ე­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, ქუ­ჩე­ბის და­ვიწ­რო­ე­ბის ტენ­დენ­ცია წა­ვი­და, პარ­კინ­გის სივ­რცე­ე­ბი და­ე­მა­ტა კი არა, რაც იყო, ისი­ნიც გა­უქ­მდა, ბას­ლა­ი­ნე­ბის ჩა­ყო­ლე­ბა­ზე რაც კი რამ სა­პარ­კინ­გე სივ­რცე იყო, ყვე­ლა გა­უქ­მდა. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­დღაც ხომ უნდა იდ­გნენ, ცაში ხომ არ ჩა­მო­კი­დებთ? ხვალ რომ სუ­ლაც კა­ნო­ნი გა­მო­ვი­დეს, ავ­ტო­მო­ბი­ლით ნუ გა­მოხ­ვალთ, თო­რემ დაგ­ხვრეტ­თო, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ხომ არ გა­და­აგ­დე­ბენ, სა­დღაც ხომ გა­ა­ჩე­რე­ბენ და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­დღაც ხომ უნდა იყოს სივ­რცე? ამი­ტომ, პირ­ვე­ლი, რაც მე­რი­ამ უნდა გა­ა­კე­თოს, შექ­მნას პრე­ცე­დენ­ტე­ბი სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის გა­ჩე­ნის. მე­რი­ის­გან იყო ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მა­გა­ლი­თად, როცა პე­კინს აკე­თებ­დნენ, ვინც პარ­კინგს გა­ა­კე­თებს, მი­წის­ქვეშ სივ­რცეს გა­დავ­ცემ­თო. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი იყო და რა­ტომ: ვინ­მეს მი­წის­ქვეშ პარ­კინ­გი რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი კი არა, მი­ლი­არ­დი უნდა და­ე­ხარ­ჯა. სა­ხელ­მწი­ფო ამას თუ გან­ვრცო­ბით ფორ­მას არ მის­ცემ და სა­პარ­კინ­გე სივ­რცის მო­თხოვ­ნას არ გა­ა­ჩენს, ბიზ­ნესს ეს არ უღირს, ამი­ტომ მი­ვიჩ­ნევ, სწო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­რი­ას თვი­თონ გა­ე­კე­თე­ბი­ნა პარ­კინ­გი და თუ რამე, როცა ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენ­და და მოქ­მე­დი იქ­ნე­ბო­და, მერე იჯა­რა­ში მი­ე­ცა. დღეს მან­ქა­ნის გა­ა­ჩე­რე­ბას და ფე­ხით მოძ­რა­ო­ბას აზრი არ აქვს, რად­გან იგი­ვე სა­ცობ­ში უნდა იყოს მეტ­რო­შიც, ავ­ტო­ბუს­შიც, ყველ­გან ბევრ მგზავ­რთან შე­ზე­ლი­ლი უნდა იყოს და ადა­მი­ანს ურ­ჩევ­ნია, ისევ მან­ქა­ნა­ში იჯ­დეს და ამა­სო­ბა­ში, მო­ბი­ლურ­ში მა­ინც იქე­ქოს. ხვალ­ვე ყვე­ლა­ნი ვივ­ლით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, თუ მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მოგ­ვცემს მა­გა­ლითს და ყვე­ლა­ნი ფე­ხით ივ­ლი­ან.

- სა­ცო­ბე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად და პრობ­ლე­მად შუქ­ნიშ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და მათ არას­წორ მუ­შა­ო­ბა­საც ასა­ხე­ლებ­დით...

- ბევ­რი კა­პი­ლა­რი ისე­თია, მარ­ტი­ვია მათი გახ­სნა, ამას სწო­რად მო­წყო­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა. შუქ­ნიშ­ნებს ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი ისე­თი ფორ­მით, რომ დღის სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ. თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ჩვენ­თან ყვე­ლა შუქ­ნი­შა­ნი დღე და ღამ ერ­თი­ა­ნად და ერ­თნა­ი­რად მუ­შა­ობს. ჭკვი­ა­ნი შუქ­ნიშ­ნე­ბის მთე­ლი დატ­ვირ­თვა ის იყო ( ის კი არა, და­ით­ვა­ლოს, ვინ სად გა­ი­ა­რა და აქვს თუ არა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რომ და­ა­ჯა­რი­მონ და ბი­უ­ჯეტ­ში ფული შე­მო­ვი­დეს), ისი­ნი ისე­თი რე­ჟი­მით მუ­შა­ობ­დეს, სა­ი­და­ნაც დი­დია ნა­კა­დი, იქი­დან მეტი გან­მუხ­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მის­ცეს. ეს იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან, კონ­კრე­ტულ გზაჯ­ვა­რე­დი­ნებს რომ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ამი­ტომ ცოტა მეტი გაშ­ლა, მეტი ჩა­რე­ვა, გა­მო­კი­თხვა და აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო, კა­ბი­ნე­ტე­ბი­დან ეს საქ­მე ვე­რაფ­რით მოგ­ვარ­დე­ბა, კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას თუ არ მიხ­ვე­დი, არ და­აკ­ვირ­დი, არ შე­ის­წავ­ლე და გა­და­წყვე­ტა არ იპო­ვე. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სწო­რი და­კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა:

1. ყვე­ლა ერ­თად დავ­სხდეთ, ვიმ­სჯე­ლოთ პრობ­ლე­მა­ზე და ყვე­ლამ თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ა­ზი­ა­როს და მე­რი­ამ შეც­ვა­ლოს რა­ღაც იმ პო­ლი­ტი­კა­ში, რა­საც ასე ჯი­უ­ტად მი­ვუყ­ვე­ბით და არ ვცვლით. რაც უფრო წინ მივ­დი­ვართ, მე­ტად შევ­დი­ვართ ჩიხ­ში.

2. შე­იქ­მნას მო­ბი­ლუ­რი კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლით იმოძ­რა­ვე­ბენ. მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის 1-2 ავ­ტო­მო­ბი­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, სამ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი იმოძ­რა­ვებს, კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებს ნა­ხავს, შე­ის­წავ­ლის და სწრა­ფად მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას. ანუ ერ­თი­ა­ნი სქე­მა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო. ჯერ არ­სე­ბუ­ლი უნდა გა­ფილტრო, გაწ­მინ­დო, აა­მუ­შაო და ისე მო­ა­წყო და­ნარ­ჩე­ნი, ეს ამუ­შა­ვე­ბუ­ლი არ შე­ა­ფერ­ხოს.

- მე­რი­ამ - ამ პრობ­ლე­მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად, 13 დე­რე­ფა­ნი მო­აგ­ვა­რებ­სო...

- კარ­გია იმე­დი... არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ეს სის­ტე­მა კარ­გად მუ­შა­ობ­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ბას­ლა­ი­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც საქ­მეს აფუ­ჭებს და არა ერთი მა­გა­ლი­თის ჩა­მოთ­ვლა შე­მიძ­ლია, სა­დაც უკან და­ხე­ვაც მო­უ­წი­ათ. მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზეც ხომ გა­ა­კე­თეს, მოხ­და სრუ­ლი კო­ლაფ­სი და სას­წრა­ფოდ გა­აქ­რეს ბას­ლა­ი­ნი, ზე­მოთ აღარ არის და ახლა ის იქ იწყე­ბა, სა­ი­და­ნაც ჩა­დი­ხარ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე. ფაქ­ტია, რომ ბას­ლა­ინ­მა სა­დღაც, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში საქ­მე გა­ა­ფუ­ჭა და რა გა­რან­ტი­აა, რომ სხვა­გა­ნაც არ აფუ­ჭებს? ეს დე­რეფ­ნე­ბი, სა­დაც არის შან­სი, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა შექ­მნა და მა­კავ­ში­რებ­ლე­ბი სულ ბო­ლოს და­ა­მა­ტო, არ შე­იძ­ლე­ბა რი­გი­თო­ბით მიჰ­ყვე, ამა­სო­ბა­ში მთელ გა­და­ად­გი­ლე­ბას ზღუ­დავ. დღე­ში 2 სა­ა­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გყავ­დეს გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად და ეკო­ლო­გი­უ­რა­დაც ხომ კა­ტას­ტრო­ფაა? - ამ­დე­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კა­ტას­ტრო­ფაა, ავ­ტო­მო­ბილს ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი დაძ­ვრის მო­მენ­ტში აქვს. ამას ვა­კე­თებთ მთე­ლი დღის გა­ა­ან­მავ­ლო­ბა­ში - ყო­ველ 1 მეტრში ვიძ­ვრით, ვჩერ­დე­ბით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის რა დონე გვაქვს და რო­გორ ვი­წამ­ლე­ბით?

- გა­ფარ­თო­ე­ბის ნაც­ვლად, დღეს ქუ­ჩებს ავიწ­რო­ვე­ბენ, საით მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა მი­ზა­ნი აქვს მე­რი­ას?

- ეს ფე­ნო­მე­ნი ძა­ლი­ან მა­ო­ცებს. ფაქ­ტია, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის იქით­კენ, ადა­მი­ა­ნებს ვა­ი­ძუ­ლოთ, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით არ გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ ამას ძა­ლი­ან მყა­რი არ­გუ­მენ­ტი უნდა ჰქონ­დეს. ეს რო­გორ უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ ადა­მი­ანს, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ანუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ მი­ე­სა­და­გე­ბა იმ წერ­ტილს, სა­დამ­დე მის­ვლაც უნდა? სა­ცობ­ში სულ რომ 4 სა­ა­თი ვიყო, იგი­ვე დრო დამ­ჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ავ­ტო­ბუ­სებ­ში გა­და­საჯ­დო­მად და მა­ინც მირ­ჩევ­ნია, ჩემს მან­ქა­ნა­ში ვიყო, ჩავ­რთავ ინ­ტერ­ნეტს და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს მა­ინც ვუ­ყუ­რებ, რა­ღა­ცას გა­ვი­გებ, რა­ტომ ვიყო ვი­ღა­ცე­ებ­თან შე­ზე­ლი­ლი, რა ძალა მად­გია, თან ამ ვირუ­სე­ბის ჟამს? და თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ასე­თი მოქ­ნი­ლი და კარ­გია, ვი­მე­ო­რებ, პირ­ვე­ლი, ვინც იქ­ნე­ბა, მე­რი­ამ აკ­რძა­ლოს მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მან­ქა­ნით მის­ვლა და ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მი­დი­ო­დეს სამ­სა­ხურ­ში, მათ ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბათ, რა რო­გორ მუ­შა­ობს.

განაგრძეთ კითხვა: