„ვიტყოდი, რომ მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა 70%-მდე იყო გაზრდილი“ - როგორ აფასებს ტურიზმის სექტორი 2022 წელს

„ვიტყოდი, რომ მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა 70%-მდე იყო გაზრდილი,“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მიმდინარე, 2022 წელს ტურისტული კომპანიის oktravel-ის დირექტორი მარიამ აფხაზავა.

„მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაცია მოიხსნა, შემიძლია ვთქვა, რომ მოგზაურობაზე ყველა მიმართულებით დიდი იყო მოთხოვნა. ფაქტობრივად, არ მახსენდება რომელიმე თვე, რომელიც უფრო პასიური იყო, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ძალიან ცხელი სეზონი იყო წლის ნებისმიერ პერიოდში.

თუ შედარებას გავაკეთებთ, მოგზაურობაზე მოთხოვნა აღემატებოდა და რადიკალური განსხვავება იყო როგორც პანდემიურ, ასევე პანდემიამდელ წლებთან შედარებით. ვიტყოდი, რომ მოლოდინსაც კი გადააჭარბა 2022 წლის შედეგმა.

გასულ, 2021 წელთან შედარებით, თითქმის 70%-მდე იყო გაზრდილი ყველა მიმართულებით მოთხოვნა. რაც შეეხება ფასებს, აქაც შეინიშნებობა ზრდა, ისევე როგორც ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. პროცენტულ ჭრილში დაახლოებით, 20-30%-ის ფარგლებში იყო მოგზაურობა გაძვირებული,“- განაცხადა აფხაზავამ.

თაია არდოტელი