„საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რუსული მედია

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ „ფორბსში“ გამოქვეყნდა.

გამოცემა წერს, რომ 23 დეკემბერს, ტელეგრამის ჩატი „საქართველოს ბანკები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის“ შემაშფოთებელი შეტყობინებები გავრცელდა. მომხმარებლებმა დაწერეს, რომ საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა, „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო SMS და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა. მათი ანგარიშების გარდაუვალი დახურვის შესახებ. ბანკი მომხმარებელს სამიდან ხუთ დღეს აძლევდა თანხის გასატანად. ანგარიშის დახურვის მიზეზებზე შეტყობინებებში არაფერს ამბობდნენ.

„საქართველოს ბანკის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ დაადასტურა, რომ ბანკი ნამდვილად ხურავს ანგარიშების ნაწილს. ბანკის წარმომადგენელმა ანგარიშების დახურვის ზუსტი მიზეზის დასახელებაზე უარი თქვა. ოფიციალურ კომენტარში ბანკის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ღონისძიება შეეხო არა მხოლოდ რუსებს. ტექნიკური დახმარების ზოგიერთი თანამშრომელი კი რუს კლიენტებს პასუხობს, რომ მათი ანგარიშების დახურვის საფუძველი სწორედ მოქალაქეობა გახდა.

საქართველოში ცხოვრების შესახებ ტელეგრამის ერთ-ერთი არხის შემქმნელი ნიკოლაი ლევშიცი, ბანკის დაზარალებულ კლიენტებზე დაყრდნობით წერს, რომ BOG-ის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, კრიპტოვალუტის სატრანზიტო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ანგარიშების დახურვის შესახებ, Telegram-ზე გამოჩნდა ჩატი "BOG-მა დამბლოკა" - ახლა მას თითქმის 300 მონაწილე ჰყავს. ჩატის ადმინისტრატორებმა ჩაატარეს გამოკითხვა მის მონაწილეებს შორის, რომელმაც აჩვენა, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა (97%) რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც ანგარიშები 2022 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე შუალედში გახსნეს. არსებობენ ისეთი კლიენტებიც, რომლებსაც დახურული ანგარიშები აქვთ გახსნილი თვეზე ნაკლები ხნის წინ. გამოკითხვის მონაწილეთა ნახევარზე მეტი იმყოფებოდა საქართველოში ანგარიშის დახურვის შესახებ შეტყობინების მიღების დროს და მათ ანგარიშებზე 1000 დოლარზე ნაკლები ჰქონდათ. გამოკითხულთა მხოლოდ 40%-მა გაგზავნა ან მიიღო ფული Binance p2p სერვისის გამოყენებით. ასევე პოპულარული იყო ფულადი გზავნილები Zolotaya Korona, Unistream და Kontakt.

ქართული იურიდიული ფირმა Just Advisors განმარტავს, რომ ქართული შესაბამისობა შეიძლება აღრეული იყოს იმავე ფაქტორებით, რაც ჩვეულებრივ აბნევს ბანკებს - მაგალითად, თუ ბანკის უსაფრთხოების სამსახურს არ ესმის ანგარიშებში არსებული თანხის წყარო ან მისი დახარჯვის პროცედურა.

გარდა ამისა, 2023 წელი პირველი წელია, რისთვისაც ქართულმა ბანკებმა უნდა წარუდგინონ ანგარიში ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს მრავალმხრივი შეთანხმების „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“. შესაძლოა, ამან აიძულა ბანკი, 2022 წლის ბოლოს არსებული ანგარიშების აუდიტი ჩაეტარებინა და ზოგიერთი მათგანი დახურა, ვარაუდობენ Just Advisors - წერს რსული „ფორბსი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დეტალური ინფორმაციის გარკვევას თავად „საქართველოს ბანკში“ შეეცდება. მათ პოზიციას ბანკის პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ეკა დარჩიაშვილი