Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7000 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7025 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 4 იანვარს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7094 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8777 ლარია.