„თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია“ - რაზე უჩიოდნენ მისო-ებს მომხმარებლები გასულ წელს

2022 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებლების მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 911 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 204 საჩივრით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2021 წლის 11 თვეში 1 115 სებ-ში საჩივარი შევიდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • სამომხმარებლო სესხები - 694 განაცხადი
  • მომენტალური განვადება - 59 განაცხადი
  • სალომბარდე სესხები – 53 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2022 წელს შესული საჩივრებიდან 580 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 215 განაცხადი; 23 განაცხადით კი, სამეულში მოხვდა თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 11 თვეში 911 საჩივრიდან 279 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსასინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური