ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარეობს 150-მდე მისამართზე

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, მდინარე მეჯინისწყალზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მდინარის მარჯვენა მხარეს ჯებირის ჩამოსხმა მიმდინარეობს.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება და ივნისში დასრულდება.

მისივე თქმით, გასული წლიდან დღემდე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარეობს კიდევ 150-მდე მისამართზე.

ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება: ბაქრაძის, ნიჟარაძის, ბეთლემის, ლორთქიფანიძისა და ზედაღელის ქუჩებზე. გარდა ამისა, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიგეგმა ფრიდონ ხალვაშისა და ხახულის მეორე შესახვევში.