Boeing-მა 2022 წელს კომერციული თვითმფრინავების მიწოდება გაზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩება Airbus-ს

ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing 2022 წელს 2021 წელთან შედარებით კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 1,4-ჯერ 480-მდე გაზარდა.

როგორც კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ, მიწოდების ძირითადი ნაწილი - 387 ლაინერი 737 სერიის თვითმფრინავები იყო.

ამასთან, Boeing-ის მთავარი კონკურენტი Airbus-ი, ამერიკულ კომპანიას 2020 წლიდან მოყოლებული უსწრებს გაყიდვებში. ცნობილია, რომ დეკემბერში კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Airbus 2022 წელს ვერ ახერხებდა დასახული მიზნის - 700 კომერციული ავიალაინერის მიწოდების - მიღწევას, თუმცა ამ ნიშნულთან ახლოს იყო.

კოკა კვირკველია