როგორ გამოიყურება ბილი ეილიშის უძრავი ქონების პორტფოლიო, რომელსაც ბავშვობაში საკუთარი საძინებელიც კი არ ჰქონდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პოპ მუსიკოსმა, ბილი ეილიშმა მილიონები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოაგროვა და დღეს მისი ქონება მთლიანობაში 30 მილიონ დოლარს შეაგდენს. მიუხედავად ამისა, მომღერალი გრანდიოზულ ვილებში და ფუფუნებაში ცხოვრებას დღემდე ერიდება და დიდ ნაწილს ბავშვობის სახლში ლოს ანჯელესში ატარებს.

მხატვრების მეგი ბეირდისა და პატრიკ ო'კონელის ოჯახში დაბადებული ბილი ეილიში მუსიკით პატარა ასაკშივე დაინტერესდა და ძმასთან ერთად ეცნობოდა შემოქმედებით ხელოვნებას.

ბილიმ მუსიკის შექმნა 11 წლის ასაკში დაიწყო. ეილიშის წარმატება ნელ-ნელა მატულობდა მისი ორი EP-ის გამოსვლისა და სხვადასხვა ფესტივალებზე წარმოდგენის შემდეგ. 2019 წელს, სადებიუტო ალბომის, When We Fall Asleep, Where Do We Go? -ის გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა ბილი ბილბორდ 200-ის ნომერ პირველ ადგილზე მოხვდა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ბილი ეილიში გახდა ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელმაც 2020 წლის გრემის ყველა კატეგორია მოიპოვა და 2022 წელს ბონდის თემატური სიმღერისთვის ოსკარი აიღო.

მომღერალი იმ მხრივაც არის გამორჩეული, რომ ათეულობით მილიონი დოლარის ფლობის მიუხედავად, უძრავ ქონებაში საკმაოდ უცნაური გემოვნება აქვს.

yhrftjur5ort0or0o-1673615473.jpg

ბავშვობის სახლი, ჰაილენდ პარკი

Re-Thinking The Future-ის თანახმად, ბილის მშობლებმა, 2002 წელს ლოს-ანჯელესში, ჰაილენდ პარკში, სახლი 240 000 დოლარად იყიდეს. თუმცა დღეს უძრავი ქონება 800 000 დოლარად არის შეფასებული.

სახლი აშენებულია 1912 წელს ტრადიციული სტრუქტურით. მოკრძალებულ საცხოვრებელს აქვს ორი საძინებელი, ერთი აბაზანა, მისაღები ოთახი და მარტივი სამზარეულო.

ბავშვობაში ბილის და მის ძმას, საკუთარი საძინებელი ოთახები არ ჰქონდათ და მისაღებში ეძინათ. ყველაზე საუკეთესო მოგონება კი ოთახის ცენტრში მდგარი პიანინო იყო, რომელზეც მთელი ოჯახი რიგ-რიგობით უკრავდა.

სწორედ ეს სახლი გახდა წარმატების სიმბოლო, რადგან მან და ფინეასმა სადებიუტო ალბომი When We Fall Sleep, Where Do We Go? ჩაწერეს.

hfytikrfolfpofgp-1673615493.jpg

Glendale Property, ლოს ანჯელესი

ეილიში მშობლების სახლიდან მას შემდეგ გადავიდა, რაც ძმამ ლოს ანჯელესში ორი ძვირად ღირებული ქონება იყიდა.

ჰაილენდ პარკიდან, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, მანქანით 10 წუთის სავალზე მომღერალმა 2,3 მილიონ დოლარად იყიდა საცხენოსნო რანჩი გლენდეილში. სახლი პირდაპირ არ არის რეგისტრირებული ეილიშის სახელზე, რადგან მას სურდა შესყიდვა კონფიდენციალური ყოფილიყო.

ეილიში ცნობილია ცხენების სიყვარულით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან რანჩო იყიდა. როგორც Hello Magazine-მა აღნიშნა, მომღერალმა ქონება 2013 წელს შეიძინა და რემონტი ჩაატარა.

კერძო საკუთრება მდებარეობს ქუჩებიდან მოშორებით და დაცულია 10 ფუტის სიმაღლის კარიბჭით. ასევე უმაღლესი დონის უსაფრთხოების სისტემით. ძირითადი სახლი არის ერთსართულიანი, აქვს სამი საძინებელი და სამი სველი წერტილით. მას აქვს შიდა-გარე საცხოვრებელი სტრუქტურა დასაკეცი მინის კარებით და ხისტი იატაკი.

საცხოვრებელ ოთახებთან ახლოს არის სასტუმრო სახლი და ცხენის მომვლელის ბინა. ცხენების ტერიტორიას აქვს ოთხი სადგომი, ფართობი და საკვების ოთახი.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი