Twitter-ი კომპანიების მოზიდვას უფასო რეკლამით ცდილობს

მიკრობლოგების სერვისი Twitter სარეკლამო დამკვეთებს სთავაზობს უფასო მომსახურებას, იმ იმედით, რომ საკუთარ პლატფორმაზე დააბრუნებს კომპანიებს, რომლებმაც ის მას შემდეგ დატოვეს, რაც Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა.

Twitter-ი კომპანიებს სთავაზობს 250 000-დოლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში იმავე რაოდენობის პაკეტი უფასოდ გადასცეს - წერს The Wall Street Journal-ი.

სარეკლამო შეთავაზება ძალაშია 28 თებერვლამდე. შედეგად, ის მოიცავს სუპერბოულის პერიოდსაც, რომელიც, როგორც წესი, ითვლება რეკლამის განთავსებისთვის ყველაზე აქტიურ პერიოდად. თავად მატჩის დღეს Twitter-ისთვის, როგორც წესი, რეკორდული დღიური შემოსავალი მოაქვს - აღნიშნავს WSJ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც Twitter-ის მფლობელი გახდა ილონ მასკი, სოც-ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა Pfizer Inc., United Airlines Holdings Inc., General Motors Co. და Volkswagen AG. ამის ოფიციალურ მიზეზად კი დაასახელეს მათი რეკლამის გამოჩენა „საეჭვო“ ტვიტების გვერდით.

ამასთან, 2021 წელს Twitter-მა 5,1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 90% სწორედ რეკლამაზე მოდიოდა.

კოკა კვირკველია