2022 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ სახმელეთო მეზობელთან

საქართველომ 2022 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 52%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთის შემდეგ. გასული წლის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი 13.1%-ია. მთლიან ექსპორტში წილი 11.7%-ს შეადგენს, იმპორტში კი, 13.6%-ს.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში.

2022 წელს საქართველომ რუსეთში 651.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. გთავაზობთ ტოპ-5 საექსპორტო პროდუქციას:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 160,8 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 107.8 მლნ აშშ დოლარი
  • სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტები - 56.5 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 50.8 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და გაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 39,3 მლნ აშშ დოლარი

რუსეთიდან იმპორტმა 2022 წელს 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. გთავაზობთ იმ 5 პროდუქციას, რაც რუსეთიდან ყველაზე დიდი ოდენობით ვიყიდეთ:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 622.7 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 112.3 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის - 66.7 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 61.6 მლნ აშშ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 59.1 მლნ აშშ დოლარი

თამარ მუკბანიანი