ბიძინა ივანიშვილი: რეგიონში ყველაზე კარგად ლარი დგას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეგიონში და მთელ მსოფლიოში ხდება დოლარის კურსის აწევა.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში განაცხადა. "რეგიონში დევალვაცია განიცადა ყველა ვალუტამ, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ. ყველაზე კარგად ლარი დგას", -განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა მინისტრების ხელფასზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო. "ფეისბუქში" წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, პენსია როდესაც ამდენია. მე კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და ეფექტურობაც ამაღლდება", -განაცხადა ივანიშვილმა.