სოროსი უკრაინაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი უკრაინაში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ამის შესახებ მან ავსტრიულ გამოცემა "დერ სტანდარტთან" ინტერვიუში აღნიშნა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ფონდი ღია საზოგადოების" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას კონკრეტული იდეები აქვს უკრაინაში სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ. თუ როდის დაიწყება სოროსის ინვესტიციების განხორციელება, ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინისათვის 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გადაცემის გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო.