სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით პროექტი ფინანსთა სამინისტროში გადააგზავნა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში პროექტი უკვე გადააგზავნა.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფარგლებში დაზოგილ ხარჯებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ხარჯების შემცირებაზე ჩვენ ჩვენი პროექტი უკვე გადავაგზავნეთ და შესაბამისად, ველოდებით ამ დაზოგილი თანხების მელიორაციაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯვას", - განაცხადა დანელიამ.