თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 10.9 მლნ ლარით გაიზარდა

თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 10.9 მლნ ლარით გაიზარდა და 305.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ "თვის მიმიხილვაში", რომელსაც სები საზოგადოებას ყოველი თვის 30 რიცხვში წარუდგენს და ამჯერად მასში 2015 წლის თებერვალია მიმოხილული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვლის თვეში ვადაგადაცილებული სესხები 10.9 მლნ ლარით გაიზარდა და 305.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1 % იყო.

სების ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 47.9% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 %-ს გაუტოლდა.