მიგრანტების ეფექტის გამო თბილისში უძრავი ქონების დაქირავება დოლარში 112%-ით გაძვირდა

მიგრანტების ეფექტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მიგრანტების ეფექტის გამო უძრავ ქონებაზე ქირის ფასი მკვეთრად, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის დეკემბერში თბილისში უძრავი ქონების დაქირავების ინდექსი დოლარში 112%-ით, ხოლო ლარში 83,9%-ით გაიზარდა. დეკემბერში ეს ზრდა დაფიქსირდა იმ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სანამ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებდა.

კვლევის ავტორთა ცნობით, ამავე პერიოდში შედარებით ნელი ტემპით, თუმცა ასევე გაიზარდა უძრავი ქონების ყიდვის ფასიც. კერძოდ, უძრავი ქონების ღირებულება ლარში 11.2%-ით, ხოლო დოლარში 28.3%-ით გაიზარდა.

თაია არდოტელი