ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 555 000 აშშ დოლარად გაიყიდა

ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 555 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მყიდველმა აღნიშნულ ქონებაზე არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმროს ან სავაჭრო-კომერციული და საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა უნდა განახორციელოს.

"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა #17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 3 555 000 აშშ დოლარად გაყიდა. სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ პირობიანი ფორმით გამოიტანა - მყიდველმა აღნიშნულ ქონებაზე არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმროს ან სავაჭრო-კომერციული და საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა უნდა განახორციელოს. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების მფლობელი შპს Pasha development გახდა", - აცხადებენ სააგენტოში.