ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდა - რა ღირს კრიპტოვალუტა

14 მარტს ბიტკოინის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა და 26,000 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის ივნისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამჟამად კი საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტა 24,920 დოლარი ღირს და 5-დღიან შუალედში 26%-ითაა გაზრდილი.

ფასის ზრდა პირდაპირ უკავშირდება აშშ-ს თებერვლის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც, 2023 წლის მეორე თვეში სამომხმარებლო ფასების ზრდა წლიურად 6%-მდე შენელდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა.

ამ სიახლემ ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად იმოქმედა და 9-თვიან მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. აქამდე ინვესტორები მოელოდნენ, რომ ფედერალური რეზერვი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს კვლავ გაზრდიდა და მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა Silicon Valley Bank-ის კოლაფსის შემდეგ მოცემულობა შეიცვალა. ახლა ინვესტორები Fed-ის მიერ განაკვეთების ზრდას აღარ პროგნოზირებენ.

btcusd-cur-1678859449.png

კახი ჩაკვეტაძე