The Onitsuka Tiger - რა ისტორია იმალება საკულტო-კლასიკური სნიქერის უკან, რომელიც მთელ მსოფლიოს აცვია

გლობალური ბრენდი Onitsuka 1949 წელს, კიხაჩირო ონიცუკას მიერ დაარსდა.

ახალგაზრდა დიზაინერი კალათბურთის სათამაშოდ მაღალი ხარისხის ფეხსაცმლის შესაქმნელად საშუალო სკოლის კალათბურთის მწვრთნელთან მუშაობდა. ამან შედეგი გამოიღო - ონიცუკამ დროთა განმავლობაში შეძლო და სპორტული ფეხსაცმლის ფანტასტიკური ხაზი გამოუშვა. ბრენდის რეპუტაცია წლებთან ერთად იზრდებოდა და ბოლოს საკულტო ფეხსაცმელი იაპონიის სპორტის სიმბოლოდ იქცა.

1956 წლიდან 1980 წლამდე ონიცუკა აწარმოებდა ფეხსაცმელებს იაპონიის ოლიმპიური გუნდებისთვის. 1956 წელს მისი ერთ-ერთი მოდელი მელბურნის 56-ე ოლიმპიადის ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდად აირჩიეს. ცნობილი tiger პირველად 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე "LIMBER UP KAWA BK" Onitsuka-ს ფეხსაცმელზე იყო წარდგენილი.

მისი პოპულარობა გლობალურად მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა, უმა თურმანმა ყვითელი სნიქერები კვენტინ ტარანტინოს კლასიკად ქცეულ ფილმში Kill Bill-ში ის ჩაიცვა. სწორედ აქედან მოყოლებული, იაპონური სპორტული ბრენდი მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა, როგორც ძვირად ღირებული საკულტო-კლასიკური ნიშა.

მოდით გადავხედოთ მისი წარმატების ისტორიას.

rfewy6edu7j-1679060513.jpg

კალათბურთელთა მიერ გამოყენებული პირველი სპორტული ფეხსაცმელი დაბალი ხარისხის იყო, უფრო ჩალის სანდლებს ჰგავდა.

L'Officiel USA-ს მიხედვით, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი სამხედრო ოფიცერმა კიჰაჩირო ონიცუკამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1949 წელს დააარსა. მას სურდა, რომ ომის შემდეგ, იაპონელ ახალგაზრდებს ფოკუსირება მოეხდინათ ჯანსაღი ცხოვრებაზე. ონიცუკას ორი წელი დასჭირდა საშუალო სკოლის კალათბურთის გუნდისთვის რეზინის ძირიანი ფეხსაცმელების შესაქმნელად.

1956 წლიდან 1980 წლამდე ონიცუკამ დააპროექტა სადელეგაციო ფეხსაცმელი იაპონიის ოლიმპიური გუნდებისთვის. 1953 წელს ბრენდმა შექმნა გრძელ დისტანციებზე სარბენი ფეხსაცმლის ვერსია, რომელიც ცნობილია როგორც Marathon Tabi.

იმავე წელს გამოვიდა MARUP - სპორტული ფეხსაცმელების დახვეწილი ვერსია, რომელიც დამზადებული იყო ვინილისგან და უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ტრადიციული ბამბა, ჰქონდა ქუსლის ღრუბლები და ხელს უშლიდა ოფლიანობას.

გლობალური პოპულარობა მომგებიანი გარიგებით დაიწყო. Onitsuka-მ გააფორმა პარტნიორობა Blue Ribbon Sports-თან. ბრენდმა ასევე შექმნა Cortez სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა სპორტსმენებში. დაახლოებით 1977 წელს, იგი გაერთიანდა ASICS Corporation-თან და ზოლები პირველად იქნა გამოყენებული, როგორც სავაჭრო ნიშნის დიზაინი.

ბრენდი ათწლეულების შემდეგ, 2002 წელს განახლდა. South China Morning Post-ის თანახმად, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი და ცნობილი მსახიობი, ბრიუს ლი ხშირად ატარებდა ლეგენდარულ სპორტულ ბრენდს. მას ასევე ეცვა წყვილი Game of Death-ის გადაღებების დროს.

2003 წელს ჰოლივუდის მსახიობმა უმა თურმანმა კვენტინ ტარანტინოს ფილმში Kill Bill-ის წყვილი ყვითელი სნიქერი ეცვა. სწორედ ეს მარკეტინგული ხრიკი იყო ბრენდის წარმატების გასაღები. კომპანიამ მალევე გახსნა 23 დამოუკიდებელი ბუტიკი იაპონიაში, ჰონგ კონგში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და სეულში.

Forbes-ის მიხედვით, კობეში დაფუძნებული სპორტული ფეხსაცმლის კომპანია არის მეხუთე უდიდესი სპორტული ბრენდი მსოფლიოში. გასულ წელს მან 1.69 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი