რუსეთი უკრაინასთან მოქმედი გაზის სატრანზიტო კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს

2019 წლის შემდეგ რუსეთი, დიდი ალბათობით, უარს იტყვის უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტზე.

ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინასთან მოქმედი სატრანზიტო კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება.

"ახლა ყველა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ დროულად მოხდეს თურქეთში, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე საგაზო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეალიზება, რათა დროულად მოხდეს ბუნებრივი აირის მიწოდება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის ამ მარშრუტის გავლით", - აღნიშნა ალექსანდრე ნოვაკმა.