დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. "გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი შავლიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაგეგმილ ღონისძიებამდე ისაუბრებს.

დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.