ევროკავშირმა საქართველოსთვის 10-მილიონიანი სესხის ტრანსფერი განახორციელა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირმა მომგებიანი პირობებით, 10-მილიონიანი სესხის ტრანსფერი განახორციელა.

მისივე განმარტებით, ეს არის 46-მილიონიანი პაკეტის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოს ბიუჯეტის ხელშეწყობა. აღნიშნული თანხის ნაწილი სესხის, ნაწილი კი, გრანტის სახით გამოიყოფა. "როგორც ხედავთ, თანხები სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა მექანიზმით შემოდის, მაგრამ ყველაფერ ამას აქვს ერთი ძირითადი მიზანი, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაახლოვდნენ და ხელი შეეწყოს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.