ბულგარეთი რუსულ გაზზე სრულად დამოკიდებულებისგან თავისუფლდება

ბულგარეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს შორის დამაკავშირებელი ”ვერტიკალური საგაზო კორიდორის” მშენებლობა დაახლოებით 220 მილიონი ევრო დაჯდება

ბულგარეთმა ხელი მოაწერა რუმინეთთან და საბერძნეთთან საგაზო შეთანხმებას, რომელიც ამ ქვეყნებს შორის ”ვერტიკალური საგაზო კორიდორის” სახელით ცნობილი საგაზო-სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას გულისხმობს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბულგარეთი ამ გზით ცდილობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს.

”როგორ იქნა, მივედით იქამდე, რომ გაზის სხვა წყარო გვექნება, რადგან აქამდე მთლიანად ერთ წყაროზე - რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული”, - განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ზეჩო სტანკოვმა.

Wall Street Journal-ის ცნობით, ბულგარეთის ყოველწლიურად 3 მილიონ კუბურმეტრ ბუნებრივ აირს მოახსმარს, რომლის 95%-ს რუსული ”გაზპრომიდან” იღებს.

ბულგარეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს შორის დამაკავშირებელი ”ვერტიკალური საგაზო კორიდორის” მშენებლობა დაახლოებით 220 მილიონი ევრო დაჯდება და 2018 წლიდან ჩაეშვება ექსპლუატაციაში. სტანკოვის განცხადებით, ახალი გაზსადენის მეშვეობით, ბულგარეთი გაზს აზერბაიჯანისა და საბერძნეთისგან შეიძენს.