მერსედესი წყალბადის ავტობუსებს გამოუშვებს!

”დაიმლერმა” წყალბადის ჰიბრიდული ავტობუსების გამოშვება გადაწყვიტა და ეკოლოგიური ავტობუსების წარმოება 2020 წლიდან დაგეგმა. ამის შესახებ დაიმლერის ავტობუსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გუსტავ ტუშენმა განაცხადა. მისი თქმით, ”მერსედესის” მოტივაციაა, შექმნას მაქსიმალურად ეკოლოგიური ავტობუსები და დიდი ქალაქები მაქსიმალურად გაწმინდოს მავნე ჰაერისგან.

ტუშენმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ელექტრო-ავტობუსების პრობლემა გარბენშია - ელექტრონული ამძრაობის მქონე ავტობუსები დიდ მანძილს ვერ გადიან, ქალაქის ავტობუსისთვის კი დღეში მინიმუმ 200 კილომეტრის გავლაა საჭირო. ამიტომაცაა, რომ უპირატესობა დღემდე შიდა წვის ძრავის მქონე ავტობუსებს (ფოტოზე) ენიჭება.

წყარო: autobild.ge