"ელიტ ელექტრონიქსი" 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

"ელიტ ელექტრონიქსი" 100 წარმოდგენილ კომპანიას შორის 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა. Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის 2014 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეათე საიუბილეო ცერემონიაზე "ელიტ ელექტრონიქსი", 200-მდე ექსპერტის შეფასებით, ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" ოქროს ბრენდად დასახელდა.

როგორც "ელიტ ელექტრონიქსში" აცხადებენ, ეს კომპანიის დიდი შრომის დამსახურებაა, ვინაიდან, მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, კომპანია ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას უკვე 18 წელია სტაბილურად ინარჩუნებს და ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებაზე.

"დღესდღეობით "ელიტ ელექტრონიქსი" ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელია საქართველოში, სადაც მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის ტექნიკაა წარმოდგენილი. კომპანიისთვის 2014 წელი წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზიები გაიხსნა. წელს კომპანიამ გააფართოვა მაღაზია ბათუმში, რომელიც რეგიონში პირველი მულტიბრენდული მაღაზიაა, ასევე სხვა დიდ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, მაისის დასაწყისში თბილისში ქავთარაძის #1-ში მულტიბრენდულ და უნიკალური კონცეფციის მაღაზიას გახსნის, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია იქნება. აგრეთვე, "ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წელს გეგმავს საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიების განახლებას და ბაზარზე ახალი კონცეფციის მომსახურების დანერგვას", - აცხადებენ კომპანიაში.