"მოქალაქე" და "საზოგადოება 2030" დღეს ეკონომიკურ კონფერენციას გამართავს

"მოქალაქე" და "საზოგადოება 2030" დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკურ კონფერენციას გამართავს. კონფერენციას ორგანიზაციების - "მოქალაქე" და "საზოგადოება 2030" - დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. კონფერენციაში საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდებისა და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებსაც "საზოგადოება 2030"-ის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგენენ. კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.

კონფერენცია 17:00 საათზე დასრულდება.