საბჭოთა პერიოდის შენობები, რომლებიც დღემდე არსებობს

"საქართველოს ბანკის" ამჟამინდელი სათავო ოფისის შენობა ყველაზე აბსურდულ კომუნისტურ ნაგებობათა სიაში მოხვდა. კომუნისტური რეჟიმის დროს აშენებული და დღემდე არსებული ყველაზე აბსურდული 12 შენობის შესახებ "ბიზნესინსაიდერი" წერს. გამოცემის ცნობით, სააავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობის ფოტო "ფოტოშოფით" შექმნილს ჰგავს. შენობა 1975 წელს არქიტექტორების - ზურაბ ჯალაღონიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიხედვით აშენდა.

აბსურდული კომუნისტური შენობების სიაში ასევე მოხვდა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში 1981 წელს აშენებული ცირკის შენობა, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში რადიოს შენობა, სანკტ-პეტერბურგში არსებული კიბერნეტიკისა და რობოტექნიკის სამეცნიერო კვლევის ცენტრი, კიევში მდებარე სასტურმრო "სალუტი" და სხვა შენობები.

იხილეთ სხვა შენობები