სოზარ სუბარი KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდა

სოზარ სუბარი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თორნიკე თორაძეს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტის მენეჯერს კრისტოფ იზენმანმსა და "GOPA კონსალტინგის" სათავო ოფისის მენეჯერს რაინერ რიჰას შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე. მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.  უწყების პრესსამსახურის ცნობით, გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსებული "დასავლეთ საქართველოში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტში" დარჩენილი თანხა, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე, კერძოდ კი "სოფლად სახლის" პროგრამაზე დაიხარჯოს.