საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები მიმდინარე კვირას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს პარლამენტში მოუსმენენ.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მინისტრების დაბარება ხუთშაბათს ან პარასკევს მოხდება.  "ზუსტი დღე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საუბარი იქნება ლარის კურსზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მიზეზებზე. მოვისმენთ იმას, რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის ვარდნას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, პარლამენტში ლარის კურსის პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, ასევე, მიიწვევენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს.