GeoGPS-ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაგიცავთ

GPS მონიტორინგის ლიდერი კომპანია GeoGPS-ის კვლევის თანახმად ყოველწლიურად ქართული საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები მხოლოდ საწვავის დანაკარგით დაახლოებით 20-30%-ს ზარალობენ. ამ ვითარებას მენეჯერთა დიდი ნაწილი ხვდება, მაგრამ მათ ხელთ არანაირი საბუთი არ აქვთ, რაც მტკიცებულება იქნებოდა. შესაბამისად, ამჟამად არსებობს მხოლოდ უნდობლობა მძღოლებისადმი, რაც გარკვეულწილად იწვევს კეთილსინდისიერი მძღოლების უკმაყოფილებასაც. ისინი პირნათლად ემსახურებიან საკუთარ საქმეს, მაგრამ დამქირავებელი მაინც მიიჩნევს, რომ ისინი საწვავს იპარავენ. ხშირად ასეც ხდება და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა საწავის მოპარვასთან ერთად ქონების დაუდევრად მოპყრობა ფიქსირდება. მარშუტები არაეფექტურად იგეგმება და ა.შ

სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის GeoGPS ბაზარზე Wialon Local -ის ახალი ტექნოლოგიას ნერგავს, რომელიც ნებისმიერ მენეჯერს მისცემს შესაძლებლობას, თავი დააღწიოს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. გამარტივებული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ინტერფეისით კი მუდმივად აკონტროლოს ავტოპარკი.

სამშაბათს, 5 მაისს, GeoGPS პარტნიორებს წარუდგენს არსებული კვლევის შედეგებსა და მოხდება ახალი პროდუქტის პრეზენტაცია. “ჩვენ გვესმის, რომ ქეყანაში არსებობს გარკვეული მითები GPS მონიტორინგის გამოყენების თაობაზე, სწორედ ამიტომ გვსურს ნებისმიერ მენეჯერს ის მეთოდებიც ვასწავლოთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი და როგორც სარგებლობენ არაკეთილსიდისიერი მძღოლები,“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით მუმლაძე.

bpn

“ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტი შემოვიტანეთ, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები სარგებლობენ. ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას GPS სისტემის იმპლიმენტაციის შემდეგ გაეზარდა საწვავის ხარჯი 50%-ით. სამაგიეროდ, მის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწრაფე გაიზარდა 2-ჯერ, ხოლო სამუშაოების რაოდენობა - 100%-ით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი შემოსავლები. დასკვნა: ხარჯის ზრდის არ უნდა შეგვეშინდეს. საშიშია არაეფექტური ხარჯი,” - აცხადებს ბიზნესის განვითარების მენეჯერი გიორგი კალაძე.

GeoGPS საქართველოს GPS მონიტორინგის ბაზრის ლიდერი კომპანიაა, იგი 2002 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და საკუთარი სერვისებით სახელმწიფო და კერძო სექტორს ეხმარება ავტოპარკის ეფექტურ კონტროლსა და მართვაში.

www.geogps.ge

R