გაფიცულ თანამშრომლებსა და ფოთის პორტის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება არ შედგა

გაფიცულ თანამშრომლებსა და ფოთის პორტის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება არ შედგა. "თანამშრომლების მოთხოვნას ფოთის პორტი არ დააკმაყოფილებს" , - ეს განცხადება კომპანიის წარმომადგენელმა სტინ დევიდსონმა გააკეთა.

ფოთის პორტის თანამშრომლებმა მუშაობა გუშინ შეწყვიტეს, მათი მოთხოვნაა სახელფასო ანაზღაურება 14 პროცენტით გაიზარდოს. ამ მოთხოვნის შესასრულებლად პორტს 10 დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელი უკვე ამოიწურა. ამ დროისთვის პორტი პარალიზებულია და ქუჩაში გამოსულია მე-7 და მე-14 ნავმისადგომების, გაფორმების ეკონომიკური ზონის, სადისპეჩეროს, ასევე ფლოტის თანამშრომელთა დიდი ნაწილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ ვიდრე პორტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის.