პარლამენტის სასადილომ იჯარის თანხის გადაუხდელობის გამო მუშაობა შეწყვიტა

პარლამენტის თბილისში მდებარე შენობა ბუფეტის გარეშე დარჩა. სასადილოს მუშაობაზე აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ საიჯარო თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც მუშაობა შეაჩერა. პარლამენტის აპარატი ახალი აუქციონის გამოცხადებას აპირებს.

როგორც აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე განმარტავს, თავის დროზე სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ პარლამენტის შენობის სასადილო ფართის ექსპერტიზა ჩაატარა და საწყისი წლიური საიჯარო ღირებულების სახით 20 ათასი ლარი დაადგინა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ კი, წლიურ საიჯარო გადასახადად პარლამენტს დაახლოებით 143 000 შესთავაზა, თუმცა მან საიჯარო თანხის გადახდა ვერ შეძლო.

სასადილოს პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულებაში იყო გაწერილი.