რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის ცენტრალურმა საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. "გარდიანის" ცნობით, ამის მიზეზი ხანძარი გახდა.  წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ ღამით აეროპორტის მესამე ტერმინალის ბარგის განყოფილებაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეთა 20-ზე მეტი ბრიგადა მივიდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, სამი ადამიანი კვამლის შედეგად მოიწამლა. ამ დროისთვის ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტი მუშაობას თბილისის დროით 16:00 საათზე განაახლებს.