სემეკ-მა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 მაისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.

სემეკის ინფორმაციით, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 13 516.49 ლარი შეადგინა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ფიქრობენ, რომ ირღვევა მათი უფლებები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. როგორც ცხელი ხაზის - 2420180, ასევე კომისიის Facebook გვერდის მეშვეობით. https://www.facebook.com/gnerc. კომისიის მისამართია ქ.თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ. N19.

კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომებზე, რომლებიც საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.