რომელი ქვეყნებიდან შემოდის და გაძვირდა თუ არა შაქარი საქართველოში

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასები, დაახლოებით, 30%-ითაა გაზრდილი. 4 ოქტომბერს 1 ფუნტი (0.45 კგ) შაქრის ფასი ბირჟაზე 25.7 ცენტს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ შაქრის გაძვირება პანდემიურ 2020 წელს დაიწყო, ხოლო შემდეგ ფასის ზრდაში სხვადასხვა ფაქტორმა შეიტანა წვლილი.

ჩავარდნილმა სეზონმა და შემცირებულმა მოსავლიანობამ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში შაქრის ფასები თითქმის 12-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა სექტემბერში, თუმცა საქონლის გაძვირება ყველაზე მეტად აფრიკის უღარიბისი ქვეყნებისთვისაა მტკივნეული, რაც მოსახლოეობასა და რესტორნებს აიძულებს, ხშირად, კვებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ინგრედიენტზე უარი თქვან.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 68.7 მლნ აშშ დოლარის შაქარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 49.5 მლნ აშშ დოლართან შედარებით 38.8%-მეტია.

შესაბამისად, გაზრდილია შემოტანილი პროდუქციის რაოდენობაც 16 ტონით და 101.6 ათას ტონას შეადგენს. გასული წლის მაჩვენებელი 85.6 ათასი ტონა იყო

გამოდის, რომ 2023 წლის 8 თვეში 1 ტონის ფასი, დაახლოებით, 676 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წელს აშშ 578.3 დოლარს შეადგენდა.

უმსხვილესი იმპორტიორები ქვეყანაში ბრაზილია (34.1 მლნ), არაბთა გაერთიანებული საამიერობი (9.2 მლნ) და მაროკოა (6.2 მლნ).

აღსანიშნია, რომ საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ადგილობრივ ბაზარზე შაქრის ფასები 7.53%-ითაა შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კახი ჩაკვეტაძე