გიორგი ქადაგიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ინვესტორებისთვის მაქსიმალურად დადებითი მოლოდინები შევქმნათ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე და ბიზნესფორუმზე მთავარი ამოცანა ინვესტორებისთვის მაქსიმალურად დადებითი მოლოდინების შექმნაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, მაქსიმალურად დადებითი მოლოდინები შევუქმნათ იმ ინვესტორებს, რომლებიც თბილისს ეწვევიან ამ კვირაში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.