სუმა ჩაკრაბარტი: მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ

მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები არ აპირებენ მიღწეულით დაკმაყოფილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს წინ წაიწიოს და პრობლემები, რომელიც არსებობს, მოაგვაროს.

"პირველი გამოწვევა წარმატებული ხელისუფლებისთვის არის წარმატების შენარჩუნება. საქართველო არის მე-15 ადგილზე მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები არ აპირებენ მიღწეულით დაკმაყოფილებას და ცდილობენ, წინ წაიწიონ. მათ შექმნეს საინვესტიციო საბჭო, მუშაობენ ინვესტორებთან. მთელი რიგი საკითხებია კიდევ გადასაწყვეტი მრავალ ქვეყნაში. ბევრი რამეა გასაკეთებელი და საქართველოს გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობები და პოლიტიკური პოზიცია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს",- აღნიშნა ჩაკრაბარტმა.