NDI-ის გამოკითხვით, ყველაზე ცუდად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა შეფასდა

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სერგეენკოს უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად - 33%, საშუალოდ 36%, ცუდად - 7%, ძალიან ცუდად კი - 2%.

მეორე ადგილზეა იუსტიციის სამინისტრო, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს 26%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 9%, ხოლო ძალიან ცუდად - 2%.

შემდეგ რეიტინგში მოდის განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%, კარგად - 19%, საშუალოდ - 46%, ცუდად - 11%, ძალიან ცუდად - 2%.

თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%, კარგად - 12%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 1%.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად - 2%, კარგად - 14%, საშუალოდ - 48%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 7%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%.

შს სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 14%, ძალიან ცუდად - 2%.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 47%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 7%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო, - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 18%, ძალიან ცუდად - 3%.

ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად - 1%, კარგად - 9%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 3%.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს მხოლოდ 6%, საშუალოდ - 37%, - ცუდად - 29%, ძალიან ცუდად - 9%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.