საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2015 წლის იანვარ-აპრილში წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან, ექსპორტი 689 მლნ აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2326 მლნ აშშ დოლარი (8 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.