"თბილისი მოლში" ულტრათანამედროვე კინოთეატრი გაიხსნა

"თბილისი მოლში", დღეს ახალი 5-დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც "რაკიინის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "თბილისი მოლმა" სულ რაღაც ერთი თვის წინ 3 წლის იუბილე აღნიშნა და მნიშვნელოვანი თარიღი სიახლის გარეშე არ ჩაუტარებია. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს დიდი ხნის ნანატრი საჩუქარი - 5-დარბაზიანი ულტრათანამედროვე კინოთეატრი - წარუდგინა. კინოთეატრს ერთდროულად 753 ადამიანის მასპინძლობა შეეძლება. ვერცხლის ეკრანი, უახლესი სისტემა და ტექნოლოგიები მომხმარებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.