კლინტონების წყვილმა სიტყვით გამოსვლებით 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

ჰილარი და ბილ კლინტონებმა ბოლო 16 თვის განმავლობაში სიტყვით გამოსვლებით 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. კლინტონების ქონების შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, წყვილმა აღნიშნული სარგებელი ბანკებში, სხვადასხვა კორპორაციებსა და ორგანიზაციებში ანაზღაურებადი გამოსვლებით მიიღო. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც კლინტონებმა თეთრი სახლი დატოვეს, მათ მიერ მსგავსი გამოსვლებით გამომუშავებულმა თანხამ 125 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ჰილარი კლინტონის წიგნის "რთული არჩევანის" გაყიდვებით შემოსულმა თანხამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა შორის ყველაზე მდიდარი კანდიდატია.