საქართველოს ექსპორტის 65%-ზე მეტი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, ევროკავშირზე კი, მხოლოდ 12% - რომელი იყო  10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი 10 თვეში

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (713.5 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (657.5 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (579.9 მლნ. აშშ დოლარი).

ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში შემდეგია:

დსთ-ის ქვეყნები - 65.2%, ევროკავშირის ქვეყნები - 12%, დანარჩენი ქვეყნები - 22.8%.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის ექსპორტის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • აზერბაიჯანი - 713.5 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.7%)
  • სომხეთი - 657.5 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 56.1%)
  • ყაზახეთი - 579.9 მლნ. აშშ დოლარი ( ზრდა 240.1%)
  • ყირგიზეთი - 563 5 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 882.3%)
  • რუსეთი - 558 9 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 7.3 %)
  • თურქეთი - 358 9 მლნ აშშ დოლარი ( კლება 5.1%)
  • ჩინეთი - 274 1 მლნ აშშ დოლარი ( კლება 54.9%)
  • ბულგარეთი - 226.5 მლნ აშშ დოლარი (კლება 34.7%)
  • უზბეკეთი - 90 9 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 7.8%)
  • უკრაინა - 83 6 მლნ აშშ დოლარი ( კლება 60.8%)
  • დანარჩენი ქვეყნები სულ - 994.6 მლნ აშშ დოლარი (კლება 16.7)

თამარ მუკბანიანი