აეროპორტის თანამშრომლებმა 20 ცალი მაჯის საათის გაფორმების პროცედურები შეაჩერეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონის "აეროპორტის" თანამშრომლებმა კომპანიის მიერ 11 მაისს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის - 20 ცალი მაჯის საათის გაფორმების პროცედურები შეაჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია LONGINES-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც სავარაუდოდ, წარმოებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით. "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა.

ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს ეცნობა.