სავალუტო ფონდის მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შეხვედრები უკვე დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს ეროვნულ ბანკში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში გამართავენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 2 ივნისის ჩათვლით დარჩება. "იწყება ფონდის მისია და ერთ-ერთი თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ და იმედი მაქვს, რომ ფონდიც თავად დააყენებს ამ საკითხს, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი იქნება", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.