ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines კვირაში სამჯერ ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ახალი რეისის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში Wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.