"გალტ & თაგარტმა" Global Banking and Finance Review-ის ჯილდოები მიიღო

"გალტ & თაგარტმა" Global Banking and Finance Review-ის ჯილდოები მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, "გალტ & თაგარტი" 2015 წელს "საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა" და "ფინანსებში საუკეთესო კორპორატიული მრჩევლის" ჯილდოების მფლობელი გახდა.

Global Banking and Finance Review ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით საბანკო და ფინანსური სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს გადაეცემა და ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორიცაა - კომპანიის მიღწევები, ინოვაცია, სტრატეგია და პროგრესული ცვლილებები.

"გალტ & თაგარტი" მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს "გალტ & თაგარტ"-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში," - განაცხადა "გალტ & თაგარტის" თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.