სემეკი "მცხეთის წყლისთვის" ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს

სემეკი შპს "მცხეთის წყლისთვის" წყალმომარაგების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. საჯარო სხდომა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

"მცხეთის წყალი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და ,,რუსთავის წყალთან" ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მცხეთაში მცხოვრებ 2520 აბონენტს (მოსახლეობა), 90 საბიუჯეტო ორგანიზაციასა და კომერციულ ობიექტს უწევს.

თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც", თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.